Saturday 30 March 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით ერთმანეთის თემის მოკლე მონახაზს , მივეცით რჩევები , ასევე ვიმუშავეთ წყვილებში და ერთმანეთს მივეცით მოკლე უკუკავშირი. ვიმუშავეთ ინტერნეტში , მის აუცილებლობაზე , კომუნიკაციის საშუალებებზე , საავტორო უფლებებზე, გადმოვიწერეთ ინტერნეტიდან სურათები , ძალიან დავიღალე , ჩვენი ტრენერი ძალიან აქტიურია .

Saturday 23 March 2019

მესამე დღის რეფლეკსია

     გავიხსენეთ ჩვენი თემები და ვისაუბრეთ სტანდარტებსა და მიზნებზე , მივეცით ერთმანეთს რჩევები და გავუზიარეთ გამოცდილება.
    ტრენერის რჩევით გავეცანით და ვიმუშავეთ ეფექტური  კითხვების დასმაზე,  გავეცანით სხვადასხვა სახის შეკითხვებს  ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს. მადლობა ჩვენს ტრენერს კიდევ ერთი ნაყოფიერი დღისთვის.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
გავაკეთოთ თუ არა ყველაფერი იმისათვის რომ სიმართლე არ მიეცეს დავიწყებას?
თემატური კითხვები
·         რა გავლენა იქონია იუსტინიანეს კანონებმა მსოფლიოზე?
·         როგორ გამოიყენა ბიზანტიის დედოფალმა კეისრის ხელისუფლება საკუთარი მიზნების განსახორციელებლად?

შინაარსობრივი კითხვები
·         რომელ წლებში მიმდინარეობდა დიდი ომიანობა ეგრისში?
·         რას ამბობდა ფარტაძი სახალხო კრებაზე?
·         როგორი რეაგირება მოყვებოდა პროკოფიკი კესარიელის საიდუმლო ნაწერების გასაჯაროებას?
·         საიდუმლო და შელამაზებული ისტორიის რომელი პრობლემებია დღეს აქტუალური?

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან მრავლისმომცემი, გავიცანი ჩემი კოლეგები ,მოვისმინე მათი საპროექტო თემები, ვისწავლე ბუკლეტების შექმნა და გაფორმება ,  გადავხედეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს ,